თვითმმართველობის არჩევნები დავნიშნე 2017 წლის 21 ოქტომბერს. მოგახსენებთ შესაბამის აქტს, რომელიც გადაგზავნილია ამ დროისთვის კონტრასიგნაციაზე – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საზოგადოება ამის თაობაზე ინფორმირებული იყო, პოლიტიკური ძალები ორი თვით ადრე იყვნენ ინფორმირებული, ახლა ეს არის უკვე კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც გამოიცა, რომელიც გადაგზავნილი არის კონტრასიგნაციისათვის",- განაცხადა პრეზიდენტმა.