- Advertisement -

პრეზიდენტმა “მაუწყებლის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო

362

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, "მაუწყებლის შესახებ" კანონონპროექტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა. ამის შესახებ მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობაც ეძლეოდა, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

Comments
Loading...