- Advertisement -

პრეზიდენტმა “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

404

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

"ერთის მხრივ ცესკო-ში მეტი შემადგენლობა და შესაძლებლობა ეძლევა მმართველ პარტიას, ხოლო მეორეს მხრივ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი აღარ იქნება ასახული ცესკო-ს შემადგენლობაში. ესეც რეალურად, ერთის მხრივ თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს, ხოლო მეორეს მხრივ ასუსტებს ცესკო-ს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ხარისხს, რადგან პოლიტიკური პლურალიზმი უნდა იქნას კიდევ უფრო გაძლიერებული და გაღრმავებული საარჩევნო სტრუქტურებში, რომ ჩვენი საზოგადოების ნდობა ამ სტრუქტურების ეფექტურობის და სამართლიანობის მიმართ, კიდევ უფრო ამაღლდეს", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...