პრეზიდენტმა "ფარული მოსმენების" კანონს ვეტო დაადო.
"მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ მოსმენების შესახებ კანონპროექტის პაკეტს",-ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პირველ მარტს მიიღო. კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად 6 მარტს გადაეგზავნა. ვეტოს დადებამდე პრეზიდენტმა კონსულტაციები ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.