- Advertisement -

პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა

339

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 73 მსჯავრდებული, აქედან 4 ქალბატონი მსჯავრდებული.

შეწყალების აქტით, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 43 მსჯავრდებულს, აქედან 2 ქალბატონ მსჯავრდებულს.

შეწყალების საკითხთა კომისიამ 2018 წლის თებერვალში განიხილა 858 პირის საქმე.

Comments
Loading...