- Advertisement -

პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

459

პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა,-ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათგან 9 ქალია.

"დღეს ამ 170 მსჯავრდებულიდან საპატიმროს დატოვებს 120 მსჯავრდებული, ისინი სასჯელისგან სრულად გაათავისუფლა პრეზიდენტმა. 120 მსჯავრდბეულს შორის 8 ქალიბატონია, დანარჩენ მსჯავრდებულებს სასჯელის ზომა შეუმცირდათ",-განაცხადა ზვიად ქორიძემ. 

Comments
Loading...