- Advertisement -

პრემიერი:დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯები, რუსეთის აგრესიული ქმედებების მიზეზი ხდება

442

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი ხდება რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების მიზეზი. "ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავაც რჩება საქართველოს განვითარების პროცესის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად. სამწუხაროდ ოკუპრებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მავრთულხლართების და ბანერების უკანონო დამონტაჟებას.

ნათელია, რომ ჩვენს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი ხდება რუსეთის მხრიდან ამგვარი აგრესიული ქმედებების მიზეზი. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დიპლომატების დაუღალავი შრომა და ღვაწლი, რომელიც გამოიხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტსი უპირობო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში. ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...