- Advertisement -

პრემიერი ადგილობრივ ხელისუფლებას: დანაგვიანებაზე შედეგი თუ არ იქნება, მწვავე რეაქცია მექნება!

457

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე დანაგვიანების პრობლემაზე ისაუბრა.

მან გააფრთხილა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები, რომ პრობლემას რაც შეიძლება მალე მიხედონ.

"ზაფხულის ტურისტული სეზონი კარს მოგვადგა. მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს ფარგლებში და მინდა გავაფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ძალიან მწვავე რეაქცია მექნება, თუ არ გვექნება შედეგი რამდენიმე თვეში.

ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე და მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობის კულტურისა. ვერ შევეგუებით იმას, რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს ჩვენი ქვეყნის ბუნება, რომელსაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ.

მაქსიმალურად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს",- აღნიშნა პრემიერმა.

Comments
Loading...