- Advertisement -

პრემიერი აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება

354

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი.

Comments
Loading...