- Advertisement -

პრემიერი ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერად ხელახალი ვადით არჩევას ულოცავს

360

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერად ხელახალი ვადით არჩევას ულოცავს.

მილოცვა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"დარწმუნებული ვარ, ანგელა მერკელის მეთაურობით, გერმანია და ევროკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება", – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

Comments
Loading...