- Advertisement -

პრემიერი: არაერთხელ ვმონაწილეობდი პროტესტში,რომ მიღწეულიყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

519

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ნაბიჯები რომელიც კონენსუსის მიღწევის მიზნით გადაიდგა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პრმიერმა აღნიშნა, რომ თავადაც არაერთხელ მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს დღეს მიღწეულია.

"მსურს გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე უმიშვნელოვანეს პროცესს, საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი და მნიშვნელობა.

ჩვენი გუნდის მიერ ცვლილებების ინიცირება აუცილებელი და გარდაუვალი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქვეყანამ მიიო კონსტიტუცია, სადაც ძალიან ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი ნორმები გახლდათ შეტანილი, სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ამიტომ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

კომიიის ფარგლებში ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუთარი პოზიციის და არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულ მათგანს შეეძლო მიეღო მონაწილეობა კონსტიტუციური ცვლილებების ფორმირების პროცესში. სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი ხმათა უმრავლსობით წყდებოდა.

ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩატარდა უპრეცენდენტო მასშტაბის სახალხო განხილვები და ცლილებების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფისქირების შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

შემუშავებული ცვლილებები ექსპერტიზისთვის გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში, რომლის მხრიდანაც წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული. საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის.

პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები. იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი.

აღნიშნული ცვლილებებით, კონსტიტუციით რეგულირდება შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხები:

მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირზე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით განსაკუთრებულ შემთხვევებში.

იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები, შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომიიის შექმნა.

იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა.

იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი.

მყარდება სასამართლო ხლეისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები.

კონსენსუსის მიღწევის მიზნით 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი.

საბოლოო ჯამში ამ ეტაპისთვის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე, აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

საბოლოდ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ის ნაწილიც, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხთან მიმართებაში, დაეთანხმა გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყანა 2024 წლიდან გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული. ამასთან ჩენმა გუნდმა გამოავლინა პოლიტიკური ნება და მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი მოწვევის პერიოდისთვის საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 %-მდე დაწევასთან დაკავშირებით,რ აც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში.

მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ნაბიჯები რომელბიც კონენსუსი მიღწევის მიზნით განვახორციელეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მეთაური გახლავართ და მინდა აქედან დავიწყო. მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა, დღევანდელი კონსტიტუციით პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცედურა, რომ პარლამენტმა მიაღწიოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას, ასე რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი იქნა აღგდენილი პარლამენტის სასარგებლოდ.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩვნების ტიპის ცვლილება , ანუ არაპირდაპირზე გადასვლა იყო რაიმე კუთხით რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე დავთანხმდით 2018 წელს კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი რაუნდით პრეზიდენტი ისევ საერთო სახალხო არჩევნების წესით იქნება არჩეული.

ამას გარდა, მოგეხსენაბთ თუ რამხელა ბრძოლა დაჭირდა ქვეყანას იმისათვის, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დმეოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება, რომელიც მოხდა. მე პირადად, როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, არაერთხელ ვმონაწილეობდი საერთო სახალხო პროტესტებში ჩვენს თანაბერძოლებთან, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, იმისათვის რომ მიღწეულიყო მაჟრიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, ვინაიდან უნდა გამქრალიყო ის შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარ დეპუტატს, თუმცა, ეს ყოველთვის ასე რა თქმა უნდა, არ არის.

დღეს ეს შედეგი მიღწეულია, 2020 წლისთვის ვერ ხერხდება, მაგრამ პოლიტიკა მოგეხსენებათ გახლავთ თანმიმდევრულობასა და კომპრომისებს შორის სწორი ბალანსის მიღწევა, ამიტომ ამ კომპრომისით, რომ არა 20-ში არამედ 24-ში ჩვენ მივაღწიეთ საპარლამენტო უმრვალესობის კონსოლიდაციას",-განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...