- Advertisement -

პრემიერი: არავის შერჩება პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილის ელფერს ატარებდა!

627

 

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბათუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და დამნაშავეები პასუხს აუცილებლად აგებენ. 

"მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვისი მოზომილი, მოთმენილი, შეწყობილი ქმედების შედეგადაც შევძელით, რომ სერიოზულ პროვოკაციას თავი ავარიდეთ და მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მინდა, პოლიციელებს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ჩართული იყო, მადლობა ვუათხრა ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის. 

გამოძიება მიმდინარეობს და არავის უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა. მინდა, ვთქვა, რომ გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება და მივა დასასრულამდე. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა",- განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...