- Advertisement -

პრემიერი აფგან მუხთარლის საქმეზე: თავი შევიკაოთ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან

500

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგდოებისა, პოლიტიკური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა, რომ ყველამ თავი შეიკავოს წინასწარი დასკვნებისაგან და დაელოდნონონ გამოძიებას.

ამასთან პრემიერი მოუწოდებს ყველას, რომ ყველამ თავი შევიკავოთ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან. ხოლო სამართალდამცველებს საქმის უმოკლეს ვადაში გამოძიებისკენ მოუწოდა.

"მინდა, მოკლე კომენტარი გავაკეთო აზერბაიჯანელი მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.
მესმის ძალიან კარგად ჩვენი მოქალაქეების და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, მინდა, აქვე ვთქვა, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება არის მიუღებელი. მით უმეტეს მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ. თუ ჩვენ შევუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი
ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა.

ნდობა, ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის არის ის, რაზეც ემყარება ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, წინასწარი დასკვნებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შევიკავოთ. სამართალდამცავებს რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს საკითხი იყოს გამოძიებული და ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არ არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები – თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს", – განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...