- Advertisement -

პრემიერი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აქტი იმ რეფორმების დადასტურებაა, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს

7

„მინდა აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრის მნიშვნელობა.
რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხსის პარტნიურ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან გაგვაჩნია, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ აქტში არის ხაზგასმული.
პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, ხაზგასმულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტის აუცილებლობა, გაძლიერების და ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ჩვენ დიდი პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც გამოთქმული იყო ამ აქტში, თუმცა ხაზგასმით უნდა ავღნიშნოთ, რომ ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკური კომპონენტი ამ აქტის და ხაზგასმულია შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმზე მუშაობის გააქტიურობა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სრულად ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ასევე, მინდა, გულწრფელად გითხრათ, ეს არის დადასტურება იმ წარმატებული რეფორმების, დემოკრატიზაციის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, ჩვენ იგივე შემართებით კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გავაგძელოთ ეს ხაზი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
The post პრემიერი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აქტი იმ რეფორმების დადასტურებაა, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...