- Advertisement -

პრემიერი: აშშ-სთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება

394

 

"ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება", – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ ამ ვიზიტის დროს მოხდა მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-სა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია შემოდის არა მხოლოდ ახალი პორტის ოპერატორად, არამედ ინვესტორად.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, რათა რაც შეიძლება მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს წარმოდგენილი საქართველოში", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...