- Advertisement -

პრემიერი ბელგიის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

555

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ზიგფრიდ ბრაკეს შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელგიას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილთა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს. ზიგფრიდ ბრაკემ გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, საქართველო აგრძელებს რეფორმების კურსს, რათა კიდევ უფრო დაუხლოვდეს ევროპას. გიორგი კვირიკაშვილმა ზიგფრიდ ბრაკეს საქართველოს მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმა გააცნო.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

Comments
Loading...