- Advertisement -

პრემიერი ბერა ივანიშვილზე: ქველმოქმედების აქტზე შეტევა უსამართლოა

8

“ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევა უსამართლოა. უბრალოდ, ბუნებაში უსამართლოა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ორჯერ უსამართლოა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში და ამასთან ერთად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში და ამ დროს, როდესაც პოლიტიკური კონიუქტიურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია.
მეტსაც გეტყვით, ეს არის ის მცდელობა, ამოტრიალებული რეალობის, როდესაც ტყუილს სიმართლეს ვეძახით და სიმართლეს საერთოდ ვერ ვხვდებით, რა უნდა დავარქვათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის უსამართლობა, მიუღებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ამ ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ასობით მილიონი დახარჯა და დღეს ქვეყანას, საგანმანათლებლო სისტემას ეხმარება იმაში, რომ ევროპული, თანამედროვე, საგანმანათლებო სისტემა შევქმნათ მომავალი თაობითვის. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჰაერიდან მოტანილი ციფრები არ არის. 3 მილიარდ დოლარზე მეტი არის ქველმოქმედებაში დახარჯული და შეუძლებელია, როდესაც ქველმოქმედების აქტზეც შეტევა ხდება”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მლნ გადარიცხა.
The post პრემიერი ბერა ივანიშვილზე: ქველმოქმედების აქტზე შეტევა უსამართლოა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...