- Advertisement -

პრემიერი: ბოლო 5 სეზონის განმავლობაში სათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა

521

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განაცხადებით, მთავრობამ სხვადასხვა კურორტის გენერალური გეგმის შემუშავება დაიწყო. 

"გუდაური-კობის გენერალურ გეგმა შეიმუშავა კანადურმა კომპანიამ Ecosign Mountain Planners. კიდევ ოთხი კურორტის (ბაკურიანი, თუშეთი, მესტია და ბახმარო) გენერალური გეგმები შემუშავების რეჟიმშია. ამ პროცესის კვალდაკვალ ჩვენი ძალისხმევა მომავალშიც მოიცავს მთელს ქვეყანას, რათა საქართველოს მთის კურორტები დატვირთული იყოს ზამთარ-ზაფხულ, რისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ტურისტებს ექნებათ ლაშქრობებში, გასართობ თუ და სპორტული ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა", – განაცხადა გიროგი კვირიკაშვილმა.

"აღსანიშნავია, რომ ჩვენმა შრომამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგი და დღეს ჩვენ უკვე ვიღებთ საგრძნობ დივიდენდებს – ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება და ამ სეზონზე დაფიქსირდა 49%-იანი ზრდა.

გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში. ამ მიზნით, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს გამართული მთის სათხილამურო კურორტების გასავითარებლად და ყველა პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...