საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარისმოადგილეს ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივ თანამშრომლობაზე, ევროკავშირთან ურთიერთობასა დასაქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგს მადლობა გადაუხადა ივნისში მიღებულირეზოლუციისთვის – „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მტკიცე მხარდაჭერა დაშეუქცევადი განგრძობადობის უზრუნველყოფა“, რომელიც აღიარებს საქართველოს დემოკრატიულ-ინსტიტუციურ პროგრესს და რეგიონში მის ლიდერობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის შედეგების მნიშვნელობაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიის როლი საქართველოს ევროპული დაევროატლანტიკური ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევიმხარდაჭერის, ასევე – საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისშემოღების მიმართულებით.
საუბრისას, ფრანც იოზეფ იუნგმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს როგორც ევროპული, ისე – საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა დაჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ პასპორტიზაციისა და ბორდერიზაციის პროცესის შესახებ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მეტი აქტიურობის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიას ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 13 მონიტორის ჩართვისთვის.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა ინტენსიურ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე იმ ფაქტს, რომ 2017 წელსაღინიშნება საქართველოში გერმანული დასახლებების 200 და საქართველო-გერმანიისდიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი. მხარეების შეფასებით, წარმატებულ თანამშრომლობაზე მიუთითებს ისიც, რომ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება, რაც არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ ქვეყნისშესახებ ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის, საგადასახადო სისტემის, მმართველობისა და განათლების სისტემის რეფორმების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე.
უმაღლესი და პროფესიული განათლების რეფორმაზე საუბრისას, ფრანც იოზეფ იუნგმა გამოთქვა მზადყოფნა, გერმანიამ საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება განათლების სისტემაში ე.წ დუალური მოდელის დანერგვის პროცესში.
პრემიერმა ასევე ისაუბრა მმართველობის რეფორმაზე, რომელიც მმართველობის პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ისახავს მიზნად და აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის უკვე ფუნქციონირებს ინვესტორთა საბჭო და ანალოგიური პლატფორმების შექმნა იგეგმება, როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე – პოლიტიკური პარტიებისთვის.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისმოვალეობის შემსრულებელი მონიკა ლენჰარდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისმოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობებისსაკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.