- Advertisement -

პრემიერი: გურიასა და რაჭა-ლეჩხუმს რამდენიმე დღეში ახალ გუბერნატორებს დავუნიშნავ

432

 

პრემიერიმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში აღნიშნულ რეგიონში ახალ გუბერნატორებს დანიშნავს.

„მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ჩვენ შევდივართ ფაზaში, სადაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების პროგრამა და ასეთი ცვლილებები არის ძალიან ბუნებრივი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გია სალუქვაძეს და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები, დარწმუნებული ვარ, ისინი გაარგძელებენ ჩვენს გუნდში სხვა პოზიციებზე მუშაობას. ამ ორ რეგიონში ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, რაჭის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. ასევე, პრემიერის გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.  

Comments
Loading...