- Advertisement -

პრემიერი: გუშინ ვიხილეთ, მიზანმიმართული პროვოკაცია სახელმწიფოსა და ეკლესიაზე

7

” ის რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, ეს არის, მიზანმიმართული პროვოკაცია სახელმწიფოსა და ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება ცდილობენ სხვადასხვა სახის პოვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს.
ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ, სახელმწიფოს და მთავრობასთან მიმართებაში.
დღეს, როგორც ჩანს გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. ეს დაუშვებელია!
ყველას კარგად გვესმის, რომ პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სახელმწიფოებრივობის. არავის მივცემთ საშუალებას, ეკლესიაში და სახელმწიფოში მსგავსი დესტრტუქციული ქმედებეით რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი ხვალინდელი დღე”,-განაცხადა პრემიერმა.
The post პრემიერი: გუშინ ვიხილეთ, მიზანმიმართული პროვოკაცია სახელმწიფოსა და ეკლესიაზე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...