- Advertisement -

პრემიერი: “დარიალი ჰესი” ტურისტული მიმართულებების სიაში უნდა შევიტანოთ

596

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხოდმის დაწყებამდე "დარიალ ჰესის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს მოუწოდა, შეიტანონ ჰესი ტურისტული მიმართულებების სიაში.

"123 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორცეილდა ევრობანკის მონაწილეობით, საერთაშორისო აპრტნიორების მონაწილეობით. აბსოლუტურად უნიკალური ნაგებობა ასენდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის დასრულებული ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტრო სადგური. მინდა, განათლების სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტყროსაც მოვუწოდო, რომ ეს სადგური აუცილებლად შეიტანონ ტურისტული მიმართულებების სიაში. ეს არის უნიკალური ნაგებობა და ასეთ მაღალტექნილოგიურ საინჟინრო ნაგებობებს აჩვენებენ ევროპის ქვეყნებში როგორც ტურისტებს ასევე მოსწავლეებს. მინდა, ყველამ ნახოს, რადმენად რთული სამუშაო სესრულდა. ეს საამაყო საქმეა. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს ეს ძალიან დიდი მიღწევა",- განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, ჰესმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

"ეს გახლავთ 110 მეგავატიანი აბსოლუტურად უნიკალური ჰიდროელექტრო სადგური, რომელმაც უკვე მოიპოვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული. ეს არის საუკეთესო ტიტული ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით",- აღნიშნა პრემიერმა. 

Comments
Loading...