"NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება საქართველოში. ეს არის საგაზაფხულო სესია. უმნიშვნელოვანესია, რომ NATO-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება",-ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მიღებული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია და ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების ჩატარება არის უმნიშვნელოვანესი.
ასევე კარგია, რომ 2018 წელს საქართველოში ჩაინიშნა ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საიუბილეო სესიის ჩატარება. საქართველო უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე. ეს იქნება, პირველ რიგში, ჩვენი სპორტსმენების წარმატების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება და ასევე საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის.
აქვე პრემიერმა მიულოცა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახისა და ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი.
"ხვალ არის დამოუკიდებლობის დღე. მინდა წინასწარ მოგილოცოცთ ყველას. ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. ეს ვექტორი მიგვიყვანს მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გასწირა. მომავალი ტაობებისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრი გახდეს. აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს ევროპული ოჯახის წერვი გახდება. ვფიქრობთ, ეს მიზანი არის ის, რისთვისაც დღეს ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს",- აღნიშნა პრემიერმა.