- Advertisement -

პრემიერი: დევნილებს ხელს ვუმართავთ, რომ მიკრომეწარმეობა წამოიწყონ

477

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება პროგრამა, რომელიც დევნილებს მიკრომეწარმეობის დაწყებაში ეხმარება.

"მინდა, გამოვეხმაურო დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით. ეს გახლავთ პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხმარება მცირე და მიკრო მეწარმეობის მიმართულებით. ასდევე მათ აძლევს საშუალებას მიიღონ პროფესიული განათლება და დასაქმდნენ ამ მიმართულებით.

ჩვენ დევნილებს ვეხმარებით არამხოლოდ საცხოვრებელი ფართით, არამედ საარსებო წყაროების მიღებაში. ხელს ვუმართავთ, რათა წამოიწყონ მიკრომეწარმეობა. ასევე გადამზადნენ და დასაქმდნენ ამ მიმართულებით",- განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...