- Advertisement -

პრემიერი: დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა ყოფითი შემთხვევა ესკალაციისთვის გამოიყენეს

530

 

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბათუმში მიმდინარე მოვლენების პროვოცირება დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მიერ მოხდა. 

მისივე თქმით, ვინც ცდილობს ადამიანის უფლებების დარღვევას სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებს. 

"ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. შს მინისტრი ჩავიდა ბათუმში. ასევე ზურაბ პატარაძის მომართვის საფუძველზე საკითხის შესწავლამდე დეესკალაციის მიზნით ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გათავისუფლდნენ.

ყოფითი შემთხვევა გამოყენებუილი იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევას. შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ამ ეტაპზე მინიმალური რეაგირების რეჟიმში არიან. 

საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიცია ამგვარი ქმედებების მიმართ უარყოფითია. სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას. მინდა, საგანგებოდ მივმართო ყველას, ვინც მზადაა ფეხვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს",- განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...