- Advertisement -

პრემიერი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება

352

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს “ზაგულბას” სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, არტურ რასიზადეს შეხვდება, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აზერბაიჯანთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Comments
Loading...