- Advertisement -

პრემიერი: დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის

635

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უვიზო მიმოსვლის რეგულაციისთვის ხელმოწერა საქართველოს მოქალაქეებს ბრიუსელიდან მიულოცა. 

"მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მართლაც, პირველ რიგში არის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ.

დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის. დღევანდელი დღე არის გამოხატულება უდიდესი ნდობისა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები, საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირის ოჯახის სრულ წევრობამდე, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მიზანია, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...