"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ნატოს დღის წესრიგს, სხვა საკითხებთან ერთად, უნივერსალურად უმნიშვნელოვანესი საკითხი – შავი ზღვის უსაფრთხოებაც დაემატა. საქართველო, როგორც დიდი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი, ერთგულია მიზნისა, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში",-ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი განაცხადა, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა.
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი თბილისში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
"ამავდროულად, ჩვენ გვსურს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური თანამშრომლობის ზონად გარდაიქმნას, ამ ეტაპზე, ჩვენ დასავლელი პარტნიორების დახმარების ანაკლიის პორტს ვაშენებთ. ისინი საქართველოს სხვა კუთხით უყურებენ და თვლიან, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დარჩეს სტაბილურობის კუძულად. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკაში ინვესტირების ნათელი მაგალითი. ეს აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი ელემენტიცაა, რადგან აბრეშუმის გზა რეგიონის პოლიტიკურ გეოგრაფიას სრულად შეცვლის. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ შესაძლებლობით, მონაწილეობა მივიღოთ რეგიონალურ და გლობალურ პროგრამებში, რომლებიც მთელი მსოფლიოსათვის სასიკეთოა.
ახალი აბრეშუმის გზა არა მარტო მატარებლებს ან გემებს ან კილომეტრებს და მილებს ეხება. ეს თანამშრომლობის ღერძია, რომელიც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხდება, რადგან აქვს ყველა მონაცემი, მიაღწიოს მდგრად წესრიგს.
უფრო მეტიც, საქართველოში ტექნიკა პროგრამულ აღჭურვილობას ხვდება. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ევროკავშირთან DCFTA გავაფორმეთ, რამაც 500 მილიონიან ერთიან ბაზარზე წვდომა გაგვიხსნა. ჩვენ ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთს ბაზრებსაც ვუკავშირდებით. ამ კუთხით ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ამასთან, სავაჭრო ხელშეკრულებებით, გვეძლევა ნორმატიული წვდომაც.
კერძოდ, ჩვენ უკვე დავასრულეთ მოლაპარაკებები და საქართველო გახდება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და გენერალიზებული პრეფერენციის სისტემის (GშP) რეჟიმები აშშ-ს, კანადას, იაპონიასთან. ვგეგმავთ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ ინდოეთთან. ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადების, ჩვენი სტრატეგიული განლაგების, ბიზნესის კეთების კუთხით განსაკუთრებულ გარემოს წყალობით, საქართველო რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობების მოწინავე ხაზზეა.
მიუხედავად ამისა, ეს რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის მხოლოს ერთი ნაწილია. განსხვავებულ პრიზმაში ვგულისხმობ გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას უსაფრთხოებისა და დემოკრატიის პრონციპების მიმართ. სწორედ ასე მცირდება რისკები და ასე ვუპირისპირდებით საგარეო საფრთხეებს.
ჩვენ ასევე გამჭვირვალე და სანდო პარტნიორები ვართ სტრატეგიული პოლიტიკური მნიშვნელობის სხვა გლობალურ პროექტებშიც, რომელთა შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინოგზო პროექტის ინიციატივებიც მოიაზრება",-განაცხადა პრემიერმინისტრმა.