- Advertisement -

პრემიერი: ველოდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო ყოვლისმომცველი და ობიექტრი იქნებოდა

461

"ეს იყო ტრადიციული გამოსვლა, სადაც პრეზიდენტმა საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა მიმდინარე მოვლენების შესახებ",- ასე შეაფასა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვლმა, პრეზიდენტის 1 წლიანი ანგარიშის მოხსენება პარლამენტში.

კვირიკაშვილის თქმით, ელოდა, რომ პრეზიდენტის მოხსენება უფრო ობიექტური იქნებოდა.

"მე შემიძლია გიხრათ, რომ მთელი რიგი მიმართულებები, როგორიცაა სასამართლო, ეკონომიკური განვითარება დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება არამხოლოდ ჩემი აზრით, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორის აზრით საქართველოში შესანიშნავია და პროგრესია. მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლის მომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური",- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, მთავრობის წევრების გადაწყვეტილებით დებატებს პრეზიდენტთან არ დაესწრებიან.

Comments
Loading...