- Advertisement -

პრემიერი: ვიმედოვნებთ,საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის პირობებს დაიცავენ

583

 

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლას ულოცავს. მისი განცხადებით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, ხელისუფლების მოლოდინია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს უვიზო მიმოსვლის პირობებს

"უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენ საზოგადოებებს შორის მჭიდრო ტურისტული, საგანმანათლებო, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს საქართველოში ევროპული ფასეულობებისა და იდეების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში.

მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმოს ამოქმედებას უკავშირდება.

ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ფართო მასშტაბიან ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ.

ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს უვიზო მიმოსვლის პირობებს.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში გატარებული რეფორმები საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით გრძელდება, რაც უწყვეტი და მდგრადი პროცესია, რომელშიც ჩვენ კვლავ გვაქვს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა.მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი გუდის თითოეულ წევრს გაწეული ძალისმხევისთვის, ჩვენს მეგობარს ევროკომისარ ავრამოპულოსს ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტისთვის, მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს საქართველოში ბატონ იანოშ ჰერმანს უდიდესი მხარდაჭერისთვის მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რა თქმა უნდა ჩვენი მეგობარ თითოეულ ელჩს იმ სამუშაოსთვის რომელიც მათ გასწიეს",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

Comments
Loading...