- Advertisement -

პრემიერი: ვიწყებთ თბილისის შემოვლითი გზის და თბილისი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტირებას

468

"ვიწყებთ თბილისის შემოვლითი გზისა და ასევე თბილის-ჟინვალის პროექტირებას",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, პროექტირება 15 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც უშუალოდ მშენებლობა დაიწყება.

"ეს არის 55 კილომეტრიანი გზა თბილისის შემოვლითი პროექტისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთი.

ეს იქნება ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩვენს ქალაქს და ასევე იქნება დასაწყისი მლეთა-კობისკენ მიმავალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის.

ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. პროექტირება 15 თვეში დასრულდება და შემდეგ დაიწყება მშენებლობა",- აღნიშნა პრემიერმა.

Comments
Loading...