- Advertisement -

პრემიერი: ვიწყებთ მუშაობას ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებაზე

296

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველოს ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ცვლილებები განხორციელდება.

''ჩვენ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, ვიწყებთ მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა, ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოსდაცვითი ასპექტების და ასევე, ძალიან ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების.

ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით და შემდეგი ეტაპი იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვნად შეცვლა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის, მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში'', – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...