- Advertisement -

პრემიერი: ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება

374

"ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს 3 ვერტმფრენი, თუქეთიდან გზაშია კიდევ 2 ვერტმფრენი",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერი ბორჯომში, სოფელ დაბაში ჩავიდა და ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას.

"სამწუხაროდ, დილით ძლიერი ქარის გამო, ვერ ჩამოფრინდნენ თუმცა, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან და ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება.

ამ ეტაპზე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების განვითრების კომპანიიდან და რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება.

ყველაზე მძიმე ვითარება გვაქვს ერთ კერაზე, რომელზეც მიმართულია მთელი ძალა, ხდება ტუმბოებით წყლის ატანა, ეკიპაჟები იმუშავებენ ზედა მხრიდან და ვფიქრობთ, ჩავაქრობთ ხანძარს.

ხანძრის გავრცელების საფრთხე რა თქმა უნდა არსებობს თუ ქედი არ ჩავაქრეთ, ქედის ჩაქრობის შემდეგ მწვავე ფაზა გადაივლის.

Comments
Loading...