- Advertisement -

პრემიერი: თსუ-ს იუბილე UNESCO-ს ეგიდით ტარდება და 147 ქვეყნიდან ჩამოვა დელეგაცია

316

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისაუბრა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს იუბილე UNESCO-ს ეგიდით ტარდება.

„წელს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენთვის ყველაზე საამაყო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. ეს საქართველოსთვის არ გახლდათ მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა, ასევე ეროვნული მუხტის და ეროვნული თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია, რომელმაც თაობები გაზარდა საქართველოში, ის თაობები, რომლებმაც შეინარჩუნეს ის ეროვნული მუხტი, რომელმაც დღეს ჩვენ მოგვიტანა დამოუკიდებელი ქვეყანა და სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ UNESCO-ს ეგიდით ტარდება ეს იუბილე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 147 ქვეყნიდან ჩამოვა წარმომადგენლობა, დელეგაციები, როგორც სამეცნიერო წრეებიდან, ასევე სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლები, და ჩვენთან ერთად იზეიმებენ ამ უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...