- Advertisement -

პრემიერი იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატებს 25 აგვისტოს ქუთაისში წარადგენს

433

"ქართულ ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით, 25 აგვისტოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისში იმერეთის მასშტაბით მერობის კანდიდატებს წარადგენს. ასევე ცნობილი გახდება ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარული სიის კანდიდატებიც.

"აიპრესთან" ქუთაისის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ლატარია აცხადებს, რომ "ქუთაისში, 25-ში, საღამოს 20:00 საათზე პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატებს წარადგენს.ასევე დასახელდება საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთა სიაც. კანდიდატების წარდგენამდე ბალახვანში, 100 საფეხურიან კიბესთან 19:00-ზე, კონცერტი გაიმართება, ხოლო 20:00-ზე წარდგენა მოხდება".

Comments
Loading...