საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იწყება კვლევა ინდოეთის მიმართულებით, რის შედეგადაც მოხდება მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების შესახებ.
"ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს სამეზობლოსთან, თურქეთთან, ევროკავშირთან და ცოტა ხანში მოვაწერთ ხელს, სავარაუდოდ, ჩინეთთან და ჰონკონგთან.
გვინდა დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის ნიუ-დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. რამდენიმე თვეში გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით გახდეს რეგიონული ჰაბი",- აღნიშნა პრემიერმა.