- Advertisement -

პრემიერი: ინვესტიციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია

316

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთვრობის დღევანდელ სხდომაზე ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, სადაც ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

"ჩვენ გლოვის დღე გვქონდა 27 ნოემბერს გამოცხადებული. უმძიმესი დღეები იყო ყველა ჩვენგანისთვის. ბათუმში ჩასვლისას განვაცხადე, რომ ამ შემთხვევას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება. გამოძიება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ხანძრისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რომ ამას მსხვერპლი არ მოჰყვეს. პრემიერის განცხადებით, მშენებლობის დაგეგმარების და პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ნებისმიერი კომპრომისი უნდა გამოირიცხოს.

"რა თქმა უნდა, ხანძრები ყველგან ხდება და არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ აქაც მოხდება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ასეთი მსხვერპლი იყოს თავიდან აცილებული. მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცებისა და ექსპლოატაციაში მიღების პროცესში.

ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია და მე მოვუწოდებ ყველას, შესაბამის ორგანოებს, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ ამ მიმართულებით კონტროლი და მივესალმები, რომ თბილისის მერი უკვე გამოეხმაურა ამ საკითხს და მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ანალოგიური. ასევე მინდა, ზურაბ ალავიძეს ვთხოვო რეგიონების მიმართულებით კიდევ ერთხელ ჩავატაროთ კამპანია, თუ გნებავთ სამუშაო იმისათვის, რომ მშენებლობის და ექსპლუატაციის მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იყოს დაშვებული", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 

Comments
Loading...