- Advertisement -

პრემიერი: კახას წარმატება ყველაზე მეტად დავითს გაუხარდება

340

საქართველოს პრემიერ -მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძის წარმატება ყველაზე მეტად დავით ნარმანიას გაუხარდება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას სამწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

"მინდა წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. ცხოვრება წინ მიდის და რა თქმა უნდა ველოდებით, რომ მისი მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი თბილისისთვის და ეს ასეც იქნება. ყველაზე მეტად კახის წარმატება, დარწმუნებული ვარ, რომ დავითს გაუხარდება",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

დავით ნარმანიამ დღეს სამწლიანი მუშაობის პერიოდი შეაჯამა.

კახა კალაძე თბილისის მერის მოვალეობის შესრულებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

Comments
Loading...