- Advertisement -

პრემიერი: კახა კალაძეს პატიოსან ბრძოლაში კონკურენტი არ ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს

415

დღეს, კახა კალაძე მთავრობის სხდომას ენერგეტიკის მინისტრის რანგში ბოლოჯერ ესწრება. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„კახის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის დაახლოებით მილიარდ 200 ათასი დოლარის უცხორი ინვესტიცია. 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური აშენდა. ჩაყრილია საფუძველი მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობაზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ კახა კალაძე მოიგებს, რადგან ვფიქრობთ, აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახის კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს, და რა თქმა უნდა ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის.

მინდა კახის მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...