- Advertisement -

პრემიერი კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და რუს ხალხს უსამძიმრებს

321

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას ათობით ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე გიორგი კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახებსა და რუს ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო, მათ შორის საუბედუროდ, ბავშვები არიან. სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს, რუს ხალხს”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე.

Comments
Loading...