- Advertisement -

პრემიერი: კომპანიები სახელმწიფოს ფულით ტენდერებს ახორციელებენ და ხელფასებს აგვიანებენ

530

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბოლო დროს ტენდერებთან დაკავშირებით რამდენიმე უარყოფითი პრეცედენტი მოხდა. განსაკუთრებით ეს ეხება მუნიციპალურ ტენდერებს. კომპანიები სახელმწიფოს ფულით ტენდერებს ახორციელებენ და თანამშრომლებს ხელფასებს უგვიანებენ.

„სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელბდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანაშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა.

თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ამ კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ასევე მინდა სამართალდაცავებსაც ვთხოვო, რომ რეაგირება იყოს უმკაცრესი ამ მიმართულებით. ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორცელებულ პროექტებში მონაწილეობენ, უნდა მიიღონ დროული ხელფასი. ეს არის ელემენტარული რამ, და იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ახორციელებენ ამ პროექტებს, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა თუ ასეთი პრეცედენტები მათ რაიონში დაფიქსირდება. მინდა ყველა ძალიან მკაცრად გავაფრთხილო“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...