- Advertisement -

პრემიერი: კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, მიწის გასხვისება უცხოელებზე არ იქნება შესაძლებელი

484

მმართველმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვიდება არ იქნება შესაძლებელი იმ პირებზე, რომლებსაც საქსართველოს მოქალაქეობა არ გააჩნიათ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მმართველ გუნდში გაიმართა კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა, და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ მოქალაქეებზე , რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ გააჩნიათ.

ანუ ფორმულირება იქნება შემდეგი: სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიოანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა

Comments
Loading...