- Advertisement -

პრემიერი ლას-ვეგასის თავდასხმაზე: დამძიმებული გულებით ვფიქრობთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებზე

357

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულთა ოჯახებს და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს. მომხდარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

"საქართველო ლოცულობს ლას-ვეგასში მომხდარი საზარელი თავდასხმისას დაღუპული და დაშავებული ადამიანებისთვის. დამძიმებული გულებით ვფიქრობთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებზე", – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დადგინდა, რომ დაღუპულია 50 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 200-ზე მეტი. სამართალდამცავი ორგანები აგრძელებენ მუშაობას დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენისათვის.

ლას-ვეგასის შერიფის ჯოზეფ ლომბარდოს თქმით, ფესტივალზე მყოფ ხალხს ცეცხლი 64 წლის სტივენ პედოკმა გაუხსნა. მან სასტუმრო Mandalay Bay-ის ნომრიდან გახსნა ცეცხლი, სადაც მოგვიანებით იგი მკვდარი იპოვნეს.

წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, პედოკს ექსტრემალურ დაჯგუფებებთან არანაირი კავშირი აქვს.

Comments
Loading...