- Advertisement -

პრემიერი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

480

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიტვა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარია, რომლის მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით მთავრობა განსაკუთრებულად აფასებს.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ასევე – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვასა და პირადად საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული მტკიცე პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

Comments
Loading...