- Advertisement -

პრემიერი: მადლობა მეტროსადგურის მშენებლობაში მონაწილე პირებს

367

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მეტროსაგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მშენებლობის დროს 2000 ადამიანი იყო დასაქმებული. პრემიერმა მათ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

''დღეს ეს პროექტი წარმატებით დასრულდა, მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა 84 მილიონი ლარის სახით და მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს. მეტროსადგურის მშენებლობის პროცესში 2000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და მათი შრომა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ წარმატების მისაღწევად. მადლობა ჩვენს ინჟინრებს, მშენებლებს იმისთვის რომ მათ იშრომეს და ასეთი მნიშვნელოვანი პროდუქტი შექმნეს დედაქალაქში კომფორტული, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მეტროსადგური. მეტროსადგური მთლიანად აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით და სრულად არის დაცული უახლოესი თანამედროვე სტანდარტები" – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...