საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა კოოპერატივებს შექმნის, მათ სახელმწიფოს მხრიდან რამდენიმე სახის დახმარება გადაეცემათ.
"მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთის რამდენად მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონები. იმისთვის, რტმო არ მოხდეს მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შევუწყოთ მთაში მცხოვრებლების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, მნიშვნელოვანი პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში მთელ რიგ დახმარებებს სახელმწიფოს მხრიდან.
ეს იქნება ტექნიკის გადაცემა, სათიბ-საძოვრების გადაცემა იმისთვის, რომ მეცხოველეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ეს პროგრამა ორ წელს მოიცავს. სახელმწიფოს მხრიდან იქნება 6 მილიონი ლარის დაფინანსება გამოყოფილი.
პირველ ეტაპზე პროგრამა ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანა ფშავის ადფმინისტრაციულ ერთეულში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამამუშავებელი საწარმოს სექმნას. აღნიშნული პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც 8 წლის განმავლობაში საბალანსო ღირებულების მხოლოდ 23%-ს დაფარავს.
ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიეერბის მიზნით. მოდელად ავიღეთ ქართულ-შვეიცარული პროექტი, რომელიც რაჭაში ხორციელდება",- განაცხადა პრემიერმა.