- Advertisement -

პრემიერი: მგონია, რომ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე გადავალთ

501

"მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება უკვე გაერთიანებული ძალებით, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ გადავალთ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე", – აღნიშნულის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დილით, საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე განაცხადა.

"დადგა საჭიროება უფრო მეტი ცოცხალი ძალის. ამიტომ გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი. 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთის სარდლობის და მათთან ერთად და აქამდე ვინც მუშაობდა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას.

ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება უკვე გაერთიანებული ძალებით, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ გადავალთ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...