- Advertisement -

პრემიერი: მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება

343

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

"მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, მწვანე ზონებია იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ, სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური დინამიკა, მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება, სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს, მე მივეცი კიდევ უფრო უკეთესს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

Comments
Loading...