- Advertisement -

პრემიერი: მზად ვართ, გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობა

456

"იმ ადამიანების მხრიდან ვისმენთ ბრალდებებს, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც ყველაზე დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ შევხვდით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, სადაც განვიხილეთ ეს პროცესი. მე გამოვთქვი ჩემი მხრიდან მზადყოფნა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან მზადყოფნა, რომ გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობა, პოლიტიკური დიალოგიც. არ დანახვა იმ უზარმაზარი ნაბიჯების, რომელიც გადადგა ჩვენმა გუნდმა, ნამდვილად არის პოლიტიკური აქტი მხოლოდ და მხოლოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ყველაფერ ამას და მოსახლეობის მოსაზრება არის აბსოლუტურად ობიექტური იმ პროცესების მიმართ, რასაც დღეს აქვს ქვეყანაში ადგილი“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...