- Advertisement -

პრემიერი: მზად ვართ, კონსტიტუციაზე რაღაც დონის კომპრომისი იყოს ჩვენგან

471

სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის კონსტრუქციულად განწყობილი იმისკენ, რომ ჩვენ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ",-ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. 

"კონსტიტუციის ცვლილებებზე მუშაობის პროცესში შექმნილი იყო საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც ყველას ჰქონდა საშუალება, ჩართულიყო, მათ შორის – პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. დღეს საკითხი ორი მოსმენით დასრულებულია. ჩვენ მზად ვართ, კიდევ გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ვიპოვოთ საკითხები, რომელიც გარკვეულწილად შეარბილებს ამ ფონს და რაღაც დონის კომპრომისი იქნება ჩვენი მხრიდან. ამისთვის, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში. ხაზს ვუსვამ, ოპოზიციური პარტიების ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს საშუალება, ამ დიალოგში ჩაერთოს",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

Comments
Loading...